დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 11¹⁴. მოსამსახურის შვებულებები

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამსახურისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) ანაზღაურებისგარეშე; გ) სასწავლო; დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2.მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, 24 სამუშაო დღის ოდენობით.

3.მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, მისი დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს.

4.თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება მის მიერ ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე − სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 24 სამუშაო დღისა.

5.მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.

6.მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს.

7.მოსამსახურეს უფლება აქვს, სააგენტოში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სააგენტოს ინტერესებს.

8.პროფესიული განვითარების მიზნით მოსამსახურეს 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ მოსამსახურეს ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას შვებულებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნაზღაურდება.

9.მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

10.მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.

11.სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების (გარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახებულ მოსამსახურეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 1 მარ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁹7³811¹⁵11¹³31324062645081232211¹⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა