Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 23

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 23. მოსამსახურის შვებულება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პოლიტიკის შემუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.მოსამსახურისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურებისგარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2.სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად.

3.მოსამსახურეს შვებულება ეძლევა მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

4.მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

5.მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.

6.მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. მოსამსახურეს წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე.

7.მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება.

8.მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.

9.მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას ამ შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები სრულად აუნაზღაურდება.

10.მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

11.მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო არაანაზღაურებადი შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობა.

12.მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

13.მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

14.ამ მუხლის მე-10 ან მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შვებულებით შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამსახურისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურებისგარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. 3. მოსამსახურეს შვებულება ეძლევა მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. 4. მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. 5. მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება. 6. მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. მოსამსახურეს წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე. 7. მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება. 8. მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს. 9. მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას ამ შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები სრულად აუნაზღაურდება. 10. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 11. მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო არაანაზღაურებადი შვებულების დარჩენილი   ნაწილით სარგებლობა. 12. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. 13. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება. 14. ამ მუხლის მე-10 ან მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შვებულებით შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026

    მე-7 ნაწილში მოკლევადიანი დამატებითი შვებულების ზღვარი ახლა 10 სამუშაო დღეა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შვეუბულებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის წესი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 22მოსამსახურის სამუშაო დრო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁴მოსამსახურის შვებულებები
  • 11¹⁵მოსამსახურის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 50მოსამსახურის შვებულება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 62მოხელის შვებულება
  • 64მოხელის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო

თავდაცვის კოდექსი

  • 81შვებულება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14²⁹აღსრულების პოლიციელის შვებულება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 31შვებულების ხანგრძლივობა
  • 32შვებულების მიცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁹11¹⁴11¹⁵11¹³313240626450812223
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026