სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 50. მოსამსახურის შვებულება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამსახურისთვის დგინდება შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურებისგარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

2.მოსამსახურეს შვებულება ეძლევა მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

3.მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

4.მოსამსახურეს გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დაქორწინების, ოჯახური პირობების ან/და სხვა საპატიო მიზეზის გამო, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურებადია და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება.

5.მოსამსახურეს შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცეს ანაზღაურებისგარეშე შვებულება არაუმეტეს 1 წლისა.

6.მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 5 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა. სასწავლო შვებულების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები.

7.მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, შესაბამისი დახმარება და კომპენსაცია ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.მოსამსახურეს  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გამო  შვებულება  ეძლევა ამ კანონის 65 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1273 - ვებგვერდი, 22.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2025

    50-ე მუხლის პირველ პუნქტში შვებულების ახალი სახე — ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ქვეპუნქტი „ვ“) — დაემატა, ხოლო მე-8 პუნქტი მის გაცემას 65¹ მუხლს უკავშირებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁹11¹⁴11¹⁵11¹³3140626465¹81232250
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა