1.მოსამსახურეს შვებულება მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.მოსამსახურეს სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.
3.სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30-დღემდე ვადით, რომელიც არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.
4.მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, სამსახურის პერიოდში ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს ერთი წლისა, მათ შორის ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს, თანამდებობრივი ან/და წოდებრივი სარგოს, დანამატის შენარჩუნების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა და სანივთე ქონების მიღების უფლების გარეშე. აღნიშნული პერიოდი ჩაითვლება სამსახურის სტაჟში. სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის საკითხი რეგულირდება თავდაცვის კოდექსით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.11.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

