საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 77. შს ორგანოებში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის წესი და ვადები

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

შს ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს გაასაჩივროს ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება მისი შს ორგანოებიდან დათხოვნის და სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ, ხოლო შს მინისტრის ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს წესით. შს ორგანოში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ კომპეტენტური პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. შს ორგანოს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მის თანაბარ თანამდებობაზე დათხოვნილის თანხმობით.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    დათხოვნისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებული ბრძანებების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის თანამშრომლის დათხოვნისა და მის კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებული ბრძანებების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანოს არ შეეძლო სასამართლოში მიმდინარე იმავე დავის ფაქტობრივად გადაწყვეტა ახალი აქტით და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტის შესწორებით აღდგენა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სამსახურში აღდგენის საწინააღმდეგოდ სამინისტროს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია შესაბამისი სამსახურების ფუნქციური იდენტურობის შესახებ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
98736⁵333517 (დ…513455371177
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…სახელმწიფო სპეციალური …საქართველოს სახელმწიფო…საერთო სასამართლოების …საქართველოს რესპუბლიკი…სამოქალაქო უსაფრთხოები…