საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 76. შს ორგანოში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

შს ორგანოს ის თანამშრომლები, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი შს ორგანოებიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე შს ორგანოებში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება შს ორგანოებში აღდგენაზე.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-95(კ-19)2019-03-1437
    კრებულიდაუშვებლობა (T5)

    შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანების ბათილობა, თანამდებობაზე აღდგენა, მორიგი წოდების მინიჭება და განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსარჩელის დათხოვნის ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენას, მორიგი წოდების მინიჭებასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში ბრალდებულის სტატუსი დათხოვნის საკმარისი საფუძველი არ იყო და ბრძანების გამოცემისას კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. პალატამ გაიზიარა დათხოვნის უკანონობისა და მოსარჩელის უფლებების აღდგენის შესახებ ქვედა სასამართლოების დასკვნები. სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ზიანის ანაზღაურება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობა შტატების შემცირებისას პოლიციელისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზებას არ ავალდებულებდა ადმინისტრაციას. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8911193334525534411793176
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო სპეციალური …