ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 (დანართი 2). არსი

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 10 აპრ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

და შემუშავების მიზნები 1. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო არის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული უმაღლესი (აკადემიური) განათლების კვალიფიკაციები.

2.უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღწერას სწავლის შედეგების საფუძველზე.

3.უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიზანია: ა) ქვეყანაში არსებულ კვალიფიკაციათა ურთიერთკავშირის აღწერა; ბ) სტუდენტების, დამსაქმებლებისა და აკადემიური პერსონალისათვის არსებული კვალიფიკაციების გაგების გაადვილება; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის პროცესში; დ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე სისტემების მხარდაჭერა და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება; ე) სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბების საფუძვლის შექმნა; ვ) საერთაშორისო დონეზე თავსებადობისა და შესადარობის უზრუნველყოფა, ასევე კვალიფიკაციებისა და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ურთიერთაღიარების პროცესის გაადვილება; ზ) სტუდენტების მობილობის წახალისება და ხელშეწყობა; თ) მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა.

4.ცალკეულ დარგში სწავლის შედეგები კონკრეტდება წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული დარგობრივი სტანდარტის მეშვეობით, რომელიც აღწერს შესაბამისი საფეხურისა და სპეციალობის კვალიფიკაციის მფლობელის კომპეტენციებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 აპრ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
350¹2524²2¹711 (და…3 (და…16621 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საკვალიფიკაცი…განათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …აჭარის ავტონომიურ რესპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა