Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანათლების ხარისხის განვითარების შესახებმუხლი 2¹

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

მუხლი 2¹. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საგანმანათლებლო ტექნოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის, აგრეთვე ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სისტემისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაციების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების, აგრეთვე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით; ბ) კვალიფიკაცია − უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით; გ) სწავლის შედეგი − განაცხადი პირის მიერ მისაღწევი „ცოდნისა და გაცნობიერების“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარის“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) შესახებ; დ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორი − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების დაკავშირებას; ე) ფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას; ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივად (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 48 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და იმავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა). საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება); თ) საკოორდინაციო საბჭო − კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით.

2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4366 - ვებგვერდი, 03.07.2024წ. თავი II. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო

რედაქციების შედარება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის, აგრეთვე ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სისტემისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაციების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების, აგრეთვე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით; ბ) კვალიფიკაცია − უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით; გ) სწავლის შედეგი − განაცხადი პირის მიერ მისაღწევი „ცოდნისა და გაცნობიერების“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარის“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) შესახებ; დ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორი − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების დაკავშირებას; ე) ფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას; ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივად (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 48 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და იმავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა). საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება); თ) საკოორდინაციო საბჭო − კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით.დებულება). 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4366 - ვებგვერდი, 03.07.2024წ. თავი II. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განათლების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

განათლების შესახებ 2უმაღლესი განათლები… 2მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 24²ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები

პროფესიული განათლების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება
  • 20²პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
  • 16სწავლის შედეგების დადასტურება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 3კვალიფიკაციათა აღმწერი
  • 4მისანიჭებელი კვალიფიკაციები

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
420²222224²343311622¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…განათლების შესახებგანათლების ხარისხის გა…პროფესიული განათლების …აჭარის ავტონომიურ რესპ…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026