Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებმუხლი 20

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 20

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.განაცხადში ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის დასახელება შემოთავაზებული უნდა იქნეს სელექციონერის მიერ.

2.ცხოველის ჯიშის დასახელება უნდა მიანიშნებდეს ამ ჯიშზე, უნდა იძლეოდეს მისი ადვილად ამოცნობის საშუალებას, უნდა იყოს მოკლე, უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ზოოლოგიური სახეობის სხვა ცხოველის ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა იწვევდეს ცხოველის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობისა და სელექციონერის ვინაობის აღრევას.

3.მცენარის ჯიში აღნიშნული უნდა იყოს დასახელებით, რომელიც შემდგომ ამ ჯიშის გვარეობითი დასახელება იქნება და შესაძლებელს გახდის მის ადვილად ამოცნობას. იგი უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ბოტანიკური სახეობის სხვა მცენარის ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა იწვევდეს მცენარის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობისა და სელექციონერის ვინაობის აღრევას.

4.თუ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის დასახელება არ აკმაყოფილებს შესაბამისად ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, ან თუ მესამე პირის უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ამ ჯიშის დასახელების გამოყენებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს ახალი დასახელება.

5.ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოში დაცულ ცხოველის ან მცენარის ჯიშს გასაყიდად სთავაზობს ან ყიდის საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია ამ ჯიშის დასახელება გამოიყენოს ჯიშზე სელექციონერის უფლების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მისი უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ასეთ გამოყენებას.

6.თუ ცხოველის ან მცენარის ჯიში გასაყიდად არის შეთავაზებული ან იყიდება, ნებადართულია ჯიშის რეგისტრირებული დასახელების დაკავშირება სასაქონლო ნიშანთან, საფირმო სახელწოდებასთან ან სხვა მსგავს აღნიშვნასთან, იმ პირობით, რომ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება ადვილად ამოსაცნობი იქნება.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-10-05 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 17—
  • 30—
  • 22—

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 11განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია
  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 7მეპატრონე
  • 15რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 131პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 24განაცხადი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2411¹9111311730222771520
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …სავალდებულო სერტიფიცირ…ინტეგრალური მიკროსქემი…სასაქონლო ნიშნების შეს…შინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 ოქტ. 2022