სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

2.განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე.

3.(ამოღებულია).

4.განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.

5.განაცხადი შეიცავს: ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს; გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას; დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში; [ დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე დანართის სახით წარდგენა. ამ დანართის ქართულ ენაზე თარგმანი საქპატენტს წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ; ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.

6.განაცხადის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206 საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1896/1 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 5 ნოე. 2010-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ. 2. განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე. 3. (ამოღებულია). 4. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს. 5. განაცხადი შეიცავს: ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს; გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას; დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში; ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ; ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე. 6. განაცხადის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2026

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
247423101315¹32121711¹111117759
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებინტეგრალური მიკროსქემი…საქონლის ადგილწარმოშობ…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა