1.განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გადაეცემა გამოცდის ჩამტარებელ პირს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩასატარებლად.
2.ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდა ტარდება განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შემოწმების გზით.
3.სელექციონერს უფლება აქვს, მოითხოვოს განაცხადის განხილვის პროცედურული ვადების გაგრძელება, ხოლო მის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში – მათი აღდგენა დადგენილი წესით.
4.სელექციონერს უფლება აქვს, განაცხადის განხილვის ნებისმიერ საფეხურზე გამოითხოვოს განაცხადი ან მოითხოვოს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტა. საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.
