მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 17 (დანართი 1). სსა-ების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სსა-ის მოდელისათვის გამოყენების სფეროს განსაზღვრა ხდება რეესტრში შეტანის დროს სსა-ის ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების თაობაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.

2.რეესტრში შეიტანება სსა-ის ისეთი მოდელი, რომლის ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს და გააჩნია: ა) არანაკლებ მეორე თაობის GPRS-ის და crypto-ს შიდა მოდემი. შესაძლებელია ქსელური მოდული იყოს ჩასაყენებელი (pluggable) და კლიენტის სურვილისამებრ GPRS-ის გარდა შეეძლოს სხვა ტიპის კავშირის უზრუნველყოფაც, მაგალითად Ethernet, wifi და ა.შ. ბ) შემოსავლების სამსახურის სერვერიდან მიღებული მოთხოვნის შესაბამისად ან/და წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით, (თითოეული ჩეკის და პერიოდის ჯამური ინფორმაციის) ინფორმაციის სერვერზე გადაგზავნის მექანიზმი; გ) სსა-ში ჩამონტაჟებულ მეხსიერებაზე მონაცემების პარალელურად შენახვის შესაძლებლობა. სსა-ში ასევე უნდა ინახებოდეს ელექტრონული ჟურნალი. დ) (ამოღებულია - 12.10.2017, №371); ე) (ამოღებულია - 12.10.2017, №371); ვ) (ამოღებულია - 12.10.2017, №371); ზ) ავტონომიური კვების ბლოკი (გარდა ისეთი სსა-ისა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე), რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს; თ) ციფრული და/ან სიტყვიერი ჩანაწერების, ეკრანზე/დისპლეიზე გამოტანის შესაძლებლობა; ი) არასანქცირებული გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმი ან მექანიზმები; კ) ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობა; ლ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა; მ) შესაძლებლობა, განახორციელოს ტექსტური და ციფრული ჩანაწერები ჩეკებზე; ნ) დაპროგრამების შესაძლებლობა, რათა განახორციელოს ჩეკზე ობიექტის დასახელების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სსა-ის საქარხნო ნომრის, ჩეკის ნომრის, ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების) ოპერაციების მონაცემების, ნაღდი ფულის მიღების თარიღის, დროის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა, ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშნის და სხვა დამატებითი ინფორმაციის ასახვა; ო) შესაძლებლობა, რომ სსა-ის მიერ ფისკალური ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, სსა-ის ფისკალიზაციის დროს ნომერი უნდა დაყენდეს ერთზე, რომელიც ყველა ფისკალურ ოპერაციაზე უნდა იზრდებოდეს ერთით. ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი. ჩეკის ბოლო ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას; პ) ჩეკის უნიკალური ნიშნით (2D ბარკოდი ან სხვა) ნიშანდების შესაძლებლობა, ისე რომ შესაძლებელი იყოს ჩეკის მობილური ტერმინალით ვარგისიანობაზე შემოწმება და ჩეკის შესახებ დეტალური ინფორმაციის აღდგენა/გაშიფვრა. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ჩეკის რიგითი ნომერი, ოპერაციის ჩატარების თარიღი და დრო, სსა-ის საიდენტიფიკაციო ნომერი, თანხა, აპარატის სტატუსი, ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობა; ჟ) ჩეკის დეტალური ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა ფისკალურ მეხსიერებაში არანაკლებ 1 თვის პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების გადაცემა ცენტრალურ სერვერზე ვერ მოხერდა რაიმე მიზეზის გამო, ინფორმაცია ფისკალური მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს; რ) (ამოღებულია - 12.10.2017, №371); ს) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან დღიური ანგარიში; ტ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის გარეშე მუშაობის შემთხვევაში; უ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა აპარატის გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში; ფ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლო ჯამის დაფიქსირების შესაძლებლობა; ქ) ნიშანდება: აპარატის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის, მწარმოებლის დასახელების და საფირმო ნიშნის ჩვენებით; ღ) პრინტერის ტიპი: თერმული, მინიმუმ 50 მმ თერმულ ქაღალდზე ბეჭდვა, ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის სისტემით; პრინტერის სიჩქარე: არანაკლებ 10 ხაზი/წმ.

3.(ამოღებულია - 31.01.2012; №37).

4.მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები: ა) პირის დასახელება; ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) სსა-ის უნიკალური ნომერი; დ) ჩეკის ნომერი; ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო; ვ) სსა-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი.

5.ჩეკზე, გადამხდელის სურვილისამებრ, შესაძლებელია ასახულ იქნეს სხვა დამატებითი მონაცემებიც.

5¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „ზ-ო“, „ჟ“, „ს-ღ“ ქვეპუნქტებით და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №503 - ვებგვერდი, 28.09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №371 - ვებგვერდი, 16.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №352 - ვებგვერდი, 28.10.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23⁶46325923² (…19 (დ…16 (დ…53 (დ…53¹ (…55 (დ…9³ (დ…198717 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო შესყიდვების…სესხის გამცემი სუბიექტ…საქართველოს საგადასახა…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა