მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23² (დანართი 1). SAM მოდულის აქტივაცის მიზნით სსა - ის / ტექნიკური საშუალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.SAM მოდულის აქტივაციისათვის გამოიყენება ისეთი სსა/ტექნიკური საშუალება, რომლის ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს და გააჩნია: ა) ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობა; ბ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა; გ) შესაძლებლობა, რომ ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იწყებოდეს ერთიდან, ყველა ფისკალურ ოპერაციაზე იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, ჩეკის ბოლო ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას; დ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ფისკალური მონაცემების შენახვის ან ბოლო 72 საათის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის გაგზავნის განუხორციელებლობის შემთხვევაში; ე) ავტონომიური კვების ბლოკი (გარდა ტექნიკური საშუალებისა, აგრეთვე ისეთი სსა-ისა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე), რომელიც უზრუნველყოფს 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში; ვ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ქაღალდის ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში; ზ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა (გარდა ტექნიკური საშუალებისა) გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში; თ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლო ჯამის დაფიქსირების შესაძლებლობა (გარდა ტექნიკური საშუალებისა); ი) ფულადი მრიცხველების (რეგისტრების) თანრიგები არანაკლებ მეასედი სიზუსტით; კ) ნიშანდება (გარდა ტექნიკური საშუალებისა) - სსა-ის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის, მწარმოებლის დასახელების და საფირმო ნიშნის ჩვენებით; ლ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების ფისკალურ ან სსა-თან/ტექნიკურ საშუალებასთან დაკავშირებულ მოწყობილობაში არსებულ მეხსიერებაზე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში–ფისკალური მეხსიერება), თითოეული ჩეკის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ 3 თვის ვადით, ხოლო,,Z“ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადით; მ) „SAM მოდულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად SAM მოდულისათვის ინფორმაციის მიწოდების, წაკითხვის და შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის (მიღების/გადაცემის) შესაძლებლობა; ნ) ფისკალური მეხსიერებიდან ფისკალური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობა; ო) SAM მოდულის მეშვეობით ფისკალური ჩეკის დანომვრის და უნიკალური ნიშნით ნიშანდების შესაძლებლობა შტრიხკოდის სახით; პ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა, თუ შენახული (ამოსაბეჭდი) ფისკალური ჩეკი არ არის დაშიფრული და ელექტრონულად ხელმოწერილი SAM მოდულის მეშვეობით.

2.მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები: ა) პირის დასახელება; ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) SAM მოდულის უნიკალური ნომერი; დ) ჩეკის ნომერი; ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო; ვ) SAM მოდულის მეშვეობით ხელმოწერილი ჩეკის უნიკალური ნიშანი შტრიხ კოდის სახით.

3.გადამხდელის სურვილისამებრ ჩეკზე შესაძლებელია ასახულ იქნეს სხვა დამატებითი მონაცემებიც.

4.„SAM მოდულის შესახებ“, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მოიცავს SAM მოდულისათვის ინფორმაციის მიწოდების, წაკითხვის და შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის (მიღების/გადაცემის) წესს, აგრეთვე, განსაზღვრავს SAM მოდულის მეშვეობით ხელმოწერილი ჩეკის უნიკალური ნიშნის–შტრიხკოდის ტიპს და მასში დასაბეჭდ ინფორმაციას, განთავსებული უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „ლ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირი.

5¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ - „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის, ხოლო, ამავე პუნქტის „ა“ -,,დ“, „ვ“, „ი“ და „ლ“ - „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან ტექნიკური საშუალების შესაბამისობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება №206 - ვებგვერდი, 07.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №271 - ვებგვერდი, 31.10.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 9 მარტის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²25⁶22391361125923⁵ (…23⁶ (…17 (დ…6523² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…ჩეკის შესახებნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საგადასახა…კერძო დაცვითი საქმიანო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა