მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 19 (დანართი 1). სსა-ების რეგისტრაცია

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სსა-ის რეგისტრაცია გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში სსა-ის სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას.

2.საგადასახადო ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სსა-ის რეგისტრაციაში გატარებას, სარეგისტრაციო ბარათების და სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობის გაცემას.

3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა, დაზიანების შემთხვევაში ფისკალური მეხსიერებიდან დეტალური ინფორმაციის ამოღება შესაძლებელია განახორციელოს სხვა იურიდიულმა პირმა (შემდგომში – იურიდიული პირი).

3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება დასაშვებია იურიდიულ პირთან, თუ მას გააჩნია არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება საკონტროლო-სალარო აპარატების ტექნიკური მომსახურების სფეროში. სსა-ს ტექნიკური მომსახურების სფეროში გამოცდილების ამ პუნქტით დადგენილი ვადა არ ვრცელდება GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ს რეგისტრაცის/რეგისტრაციიდან მოხსნის განმახორციელებელ იურიდიულ პირებზე.

4.რეგისტრაციას ექვემდებარება ის სსა, რომელიც ტექნიკურ-ფუნქციონალურად შეესაბამება რეესტრში შეტანილ სსა-ის ტიპის ნიმუშს.

5.(ამოღებულია - 15.12.2014, N367).

6.GP RS და crypto -ს მოდულის ფისკალური სსა -ი ს რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიეთითება: ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი; ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება (მისი არსებობის შემთხვევაში), ობიექტის ტიპი, საქმიანობის სახე; დ) საკონტაქტო რეკვიზიტები; ე) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი;”; ვ) ფაქტობრივ მისამართზე განსათავსებელი სსა-ების რაოდენობა.

7.(ამოღებულია - 15.12.2014, N367) .

8.(ამოღებულია - 15.12.2014, N367).

9.(ამოღებულია - 16.05.2012, №166).

10.საგადასახადო ორგანოს მიერ დაუშვებელია იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არსებობს საგადასახადო ორგანოში.

11.თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებენ ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს სსა-ის რეგისტრაციას (დანართი № 7).

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების შემდეგ საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი განმცხადებელს გადასცემს დარეგისტრირებულ სსა-ს და სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №5), რომელიც პირმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს სსა-ის მფლობელმა.“.

13.რეგისტრირებული სსა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის ფაქტობრივი მისამართი დაფიქსირებულია სარეგისტრაციო მონაცემებში (გარდა დისტრიბუციის შემთხვევისა). რამდენიმე ობიექტის არსებობის შემთხვევაში, სსა უნდა დარეგისტრირდეს თითოეული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით ცალ-ცალკე.

14.სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისთვის, ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ პირი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს.

15.სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ს საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს უნდა წარუდგინოს სსა. რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა რეგისტრაციის დღიდან მოხსნის დღემდე (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევისა) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. პირს, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №6), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის, გაუნაშთავი ჯამის და,,Z“ ანგარიშის რაოდენობის შესახებ.

16.განცხადებაში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი წყვეტს სსა-ის რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურებს, რის შესახებაც არა უგვიანეს 1 სამუშაო დღეში აცნობებს განმცხადებელს.

17.რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემთხვევაში, სსა-ის გამოყენებისათვის დადგენილი ვადის გასვლისთანავე, დარეგისტრირებული აღნიშნული სსა-ის მოდელი ითვლება რეგისტრაციიდან (აღრიცხვიდან) მოხსნილად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 15 თებერვლის №85 ბრძანება - ვებგვერდი, 18.02.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №503 - ვებგვერდი, 28.09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 01.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 მარტის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 13.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №166 - ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №269 - ვებგვერდი, 24.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. დანართი №5 საკონტროლო - სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი № 1. საკონტროლო-სალარო აპარატი (მოდელის დასახელება) 2. საქარხნო ნომერი (პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) 3. კუთვნილება (საგადასახადო ორგანოს/იურიდიული პირის დასახელება) 4. რეგისტრირებულია (რიცხვი, თვე, წელი) 5. საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის თარიღი (ფაქტობრივი მისამართი, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი) 6. გამოყენება ნებადართულია საგადასახადო ორგანოს/იურიდიული პირის უფლებამოსილი პირი: (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბ. ა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება № 503 - ვებგვერდი , 28.

09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 მარტის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 13.03.2012წ. დ ანართი №6 ც ნ ო ბ ა № საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობა ეძლევა პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) მასზე, რომ მისი კუთვნილი (მოდელის სახელწოდება და საქარხნო ნომერი) საკონტროლო-სალარო აპარატი რომელიც გამოიყენებოდა ფაქტობრივი მისამართი, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი) რომლის გაუნაშთავი ჯამის მონაცემებია (მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია ციფრობრივად და სიტყვიერად) და „Z“ ანგარიშის № (ციფრობრივად, სიტყვიერად) მოხსნილია რეგისტრაციიდან (საგადასახადო ორგანოს/იურიდიული პირის დასახელება) რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) საგადასახადო ორგანოს/ იურიდიული პირის უფლებამოსილი პირი: (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბ.ა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება № 503 - ვებგვერდი, 28.

09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 მარტის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 13.03.2012წ. დანართი № 7 საკონტროლო - სალარო აპარატის რეგისტრაციის / რეგისტრაციიდან მოხსნის მონაცემებ ი № პირის დასახ ელება სამარ თლებ რივი ფორმა საიდენტ იფიკაციო/ პირადი ნომერი საკონტ როლო სალარო აპარატის მოდელი საკონტ როლო- სალარო აპარატის კოდი საქარ ხნო ნომე რი საკონტრო ლო სალარო აპარატის გამოყენების ფაქტობრივი მისამართი ხოლო დისტრიბუ ციის შემთხვევაში პირის იურიდიუ ლი მისამართი საკონ ტროლო სალარო აპარატი ს სარეგის ტრაციო ბარათის ნომერი საკონტ როლო სალარო აპარატის რეგისტ რაციის თარიღი გაუნაშ თავი ჯამის მონაცე მები „Z“ ანგარ იშის ნომერი საკონტ როლო სალარო აპარატის რეგისტ რაციიდ ან მოხსნის ნომერი რეგისტ რაციიდ ან მოხსნის თარიღი რეგისტრა ციაზე/ რეგისტრა ციიდან მოხსნაზე პასუხის მგებელი პირის სახელი და გვარი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4²1125923⁴ (…16 (დ…20 (დ…11 (დ…79³ (…5 (და…133 (და…4 (და…19 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს მოქალაქეთა…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა