Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 53 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 53 (დანართი 1). საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა საქონლის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345677¹89

1.საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მიწოდების – პირველადი ოპერაციის და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე.

2.საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან: ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“; ბ) თუ აქციზური საქონლის მიმწოდებელი არ წარმოადგენს ამ საქონელზე აქციზის გადამხდელს, ცხრილის მე-6 (აქციზის) სვეტში, იწერება ტირე „ –“; გ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების მონაცემთა ჯამები; დ) მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მე-7 უჯრაში იწერება „ –“ (ტირე), ხოლო მე-8 უჯრაში მიეთითება: დ.ა) მომსახურების გაწევის თარიღი, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს არ აღემატება; დ.ბ) საანგარიშო პერიოდი სიტყვიერად, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს აღემატება; ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში.

2¹.ელექტრონული საფ-ის (დანართი №III-05​ 2 -ის) გამოწერისას ასევე: ა) მე-9 სტრიქონში მიეთითება საფ-ის ცხრილში ასახული საქონლის მიწოდებამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდის შემთხვევაში გამოწერილი საფ-ის (მათ შორის, კორექტირების) სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი და დღგ-ის თანხა, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ის მიხედვით დარიცხული დღგ-ის შემცირება; ბ) 9.1 სტრიქონში აისახება საფ-ის ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა.

9.1 სტრიქონში მონაცემების ასახვის შემთხვევაში არ ივსება 9.2 სტრიქონი; გ) 9.2 სტრიქონი ივსება საფ-ის კორექტირებისას, თუ ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხა ნაკლებია მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებულ დღგ-ის თანხაზე.

9.2 სტრიქონში აისახება ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა. ამ შემთხვევაში არ ივსება 9.1 სტრიქონი; [ დ) 9.1.1 და 9.2.1 სტრიქონები ივსება საფ-ის კორექტირებისას: დ.ა) 9.1.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა  კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); დ.ბ) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)] შენიშვნა: მე-9;

9.1 და 9.2 სტრიქონები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდა განხორციელდა 2025 წლის 1 სექტემბრის შემდგომ.

3.(ამოღებულია - 30.12.2020, №326) .

4.საქონლის მრავალსახეობის დროს საფ-ის დანართში (დანართი №III-07 ) იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი, ხოლო საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით მიწოდებული საქონლის რაოდენობის (დასახელების) შესახებ.

5.საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამები იწერება შესაბამისად საფ-ის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში. დანართის ბოლოს უჯრებში იწერება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი.

6.საფ-ის და მისი დანართის შევსების თარიღი უნდა იყოს ერთიდაიგივე და ჩანაწერები დასტურდებოდეს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.

7.საქონლის მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ან დანართი №III-05 2 ფორმის ერთი საფ. ამ შემთხვევაში, დანართი №III-05 გამოწერისას  სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება,  რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების საქონლის მიწოდება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად. ამასთან, საფ-ის მე-7 და მე-8 სტრიქონები არ ივსება.

7¹.მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ან დანართი №III-05 2 ფორმის ერთი საფ. ამ შემთხვევაში, დანართი №III-05 გამოწერისას  სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება, რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების მომსახურების მიწოდება განხორციელდა, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად.

8.ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე საფ-ის გამოწერისას, დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონებზე იწერება „ 0“ (ნული).

9.საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №354 – ვებგვერდი, 27.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 02.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ნოე. 2026). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №379 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან · იცვლება 1 ნოე. 2026-დან

1. საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მიწოდების – პირველადი ოპერაციის და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე. 2. საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან: ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“; ბ) თუ აქციზური საქონლის მიმწოდებელი არ წარმოადგენს ამ საქონელზე აქციზის გადამხდელს, ცხრილის მე-6 (აქციზის) სვეტში, იწერება ტირე „ –“; გ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების მონაცემთა ჯამები; დ) მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მე-7 უჯრაში იწერება „ –“ (ტირე), ხოლო მე-8 უჯრაში მიეთითება: დ.ა) მომსახურების გაწევის თარიღი, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს არ აღემატება; დ.ბ) საანგარიშო პერიოდი სიტყვიერად, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს აღემატება; ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში. 2 1 . ელექტრონული საფ-ის (დანართი №III-05​ 2 -ის) გამოწერისას ასევე: ა) მე-9 სტრიქონში მიეთითება საფ-ის ცხრილში ასახული საქონლის მიწოდებამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდის შემთხვევაში გამოწერილი საფ-ის (მათ შორის, კორექტირების) სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი და დღგ-ის თანხა, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ის მიხედვით დარიცხული დღგ-ის შემცირება; ბ) 9.1 სტრიქონში აისახება საფ-ის ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა. 9.1 სტრიქონში მონაცემების ასახვის შემთხვევაში არ ივსება 9.2 სტრიქონი; გ) 9.2 სტრიქონი ივსება საფ-ის კორექტირებისას, თუ ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხა ნაკლებია მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებულ დღგ-ის თანხაზე. 9.2 სტრიქონში აისახება ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა. ამ შემთხვევაში არ ივსება 9.1 სტრიქონი. შენიშვნა: მე-9; 9.1 და 9.2 სტრიქონები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდა განხორციელდა 2025 წლის 1 სექტემბრის შემდგომ. 3. (ამოღებულია - 30.12.2020, №326) . 4. საქონლის მრავალსახეობის დროს საფ-ის დანართში (დანართი №III-07 ) იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი, ხოლო საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით მიწოდებული საქონლის რაოდენობის (დასახელების) შესახებ. 5. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამები იწერება შესაბამისად საფ-ის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში. დანართის ბოლოს უჯრებში იწერება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი. 6. საფ-ის და მისი დანართის შევსების თარიღი უნდა იყოს ერთიდაიგივე და ჩანაწერები დასტურდებოდეს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით. 7. საქონლის მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ან დანართი №III-05 2 ფორმის ერთი საფ. ამ შემთხვევაში, დანართი №III-05 გამოწერისას  სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება,  რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების საქონლის მიწოდება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად. ამასთან, საფ-ის მე-7 და მე-8 სტრიქონები არ ივსება. 7 1 . მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ან დანართი №III-05 2 ფორმის ერთი საფ. ამ შემთხვევაში, დანართი №III-05 გამოწერისას  სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება, რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების მომსახურების მიწოდება განხორციელდა, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად. 8. ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე საფ-ის გამოწერისას, დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონებზე იწერება „ 0“ (ნული). 9. საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №354 – ვებგვერდი, 27.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ.

განსხვავება ზემოთ მოცემულ ტექსტთან

1. საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მიწოდების – პირველადი ოპერაციის და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე. 2. საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან: ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“; ბ) თუ აქციზური საქონლის მიმწოდებელი არ წარმოადგენს ამ საქონელზე აქციზის გადამხდელს, ცხრილის მე-6 (აქციზის) სვეტში, იწერება ტირე „ –“; გ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების მონაცემთა ჯამები; დ) მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მე-7 უჯრაში იწერება „ –“ (ტირე), ხოლო მე-8 უჯრაში მიეთითება: დ.ა) მომსახურების გაწევის თარიღი, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს არ აღემატება; დ.ბ) საანგარიშო პერიოდი სიტყვიერად, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს აღემატება; ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში. 2 1 . ელექტრონული საფ-ის (დანართი №III-05​ 2 -ის) გამოწერისას ასევე: ა) მე-9 სტრიქონში მიეთითება საფ-ის ცხრილში ასახული საქონლის მიწოდებამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდის შემთხვევაში გამოწერილი საფ-ის (მათ შორის, კორექტირების) სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი და დღგ-ის თანხა, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ის მიხედვით დარიცხული დღგ-ის შემცირება; ბ) 9.1 სტრიქონში აისახება საფ-ის ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა. 9.1 სტრიქონში მონაცემების ასახვის შემთხვევაში არ ივსება 9.2 სტრიქონი; გ) 9.2 სტრიქონი ივსება საფ-ის კორექტირებისას, თუ ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხა ნაკლებია მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებულ დღგ-ის თანხაზე. 9.2 სტრიქონში აისახება ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და მე-9 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა. ამ შემთხვევაში არ ივსება 9.1 სტრიქონი; [ დ) 9.1.1 და 9.2.1 სტრიქონები ივსება საფ-ის კორექტირებისას: დ.ა) 9.1.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა  კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); დ.ბ) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)]სტრიქონი. შენიშვნა: მე-9; 9.1 და 9.2 სტრიქონები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდა განხორციელდა 2025 წლის 1 სექტემბრის შემდგომ. 3. (ამოღებულია - 30.12.2020, №326) . 4. საქონლის მრავალსახეობის დროს საფ-ის დანართში (დანართი №III-07 ) იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი, ხოლო საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით მიწოდებული საქონლის რაოდენობის (დასახელების) შესახებ. 5. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამები იწერება შესაბამისად საფ-ის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში. დანართის ბოლოს უჯრებში იწერება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი. 6. საფ-ის და მისი დანართის შევსების თარიღი უნდა იყოს ერთიდაიგივე და ჩანაწერები დასტურდებოდეს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით. 7. საქონლის მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ან დანართი №III-05 2 ფორმის ერთი საფ. ამ შემთხვევაში, დანართი №III-05 გამოწერისას  სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება,  რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების საქონლის მიწოდება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად. ამასთან, საფ-ის მე-7 და მე-8 სტრიქონები არ ივსება. 7 1 . მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ან დანართი №III-05 2 ფორმის ერთი საფ. ამ შემთხვევაში, დანართი №III-05 გამოწერისას  სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება, რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების მომსახურების მიწოდება განხორციელდა, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად. 8. ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე საფ-ის გამოწერისას, დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონებზე იწერება „ 0“ (ნული). 9. საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №354 – ვებგვერდი, 27.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 02.10.2026წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 თებ. 2021 – 1 აპრ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 52 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 53¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 21 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 55 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 53¹ (დანართი 1)საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის გამოწერა მისაწოდებელი საქონლის / გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის / თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში
  • 55 (დანართი 1)საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა კორექტირების შემთხვევაში
  • 54 (დანართი 1)საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 180საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი
  • 193საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 9შეკვეთა
  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 8 (დანართი 1)

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 21სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 22შესყიდვის შესახებ ანგარიში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

  • 3საფასური და მისი გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212218072¹19355 (დ…53¹ (…54 (დ…38 (და…9853 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომერციის …საქართველოს გარემოს და…სააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026