მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37¹⁶ (დანართი 1). დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული / დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 6 ​1 ნაწილის ძალაში შესვლამდე განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

2.გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით, განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ზვავის, ხანძრის, ავარიის ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოების არსებობის ფაქტი; ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაუძელველი ძალის ადგილზე, მისი მოქმედების არეალში გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი ობიექტის, სატრანსპორტო საშუალების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს, რომლის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს: ა) განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას; გ) „განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციას“ (დანართი №24 4 ).

4.ამ მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახდო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებისაგან თუ საგადასახდო კონტროლის განხორციელებით გამოვლინდა ამ მუხლით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით განადგურებული / დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 19.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 9 წლის 19 ივნისის ბრძანება № 187 - ვებგვერდი, 20 .06.2019წ. დანართი №24 1 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 18.09.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. დანართი №24 2 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. დანართი № 24 3 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 18.09.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. დანართი №24 4 ინფორმაცია განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ 1 2 გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი დასახელება, ფაქტობრივი მისამართი 3 4 სმფ-ების ჩამოწერის დრო უფლებამოსილი ორგანოს (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, (რიცხვი, თვე და წელი სიტყვიერად) მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) მიერ გაცემული ცნობა (თარიღი, რეგისტრაციის ნომერი) 5 ჩამოწერილი სმფ-ების განადგურების/დაკარგვის ადგილი 6. ჩამოწერილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღწერა: რიგითი № სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელება ზომის ერთეული რაოდენობა სმფ-ს ღირებულება სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით სმფ-ების განადგურების/დაკარგვის მიზეზი - მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია, სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება) შენიშვნა ერთეულის ფასი სულ 1 2 3 4 5 6 7 8 სულ: 7 გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3282625214537²² …37¹⁸ …37 (დ…44 (დ…27 (დ…7² (დ…7217237¹⁶ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა