1.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დადგენილი წესით აღრიცხოს ჩამოწერის დოკუმენტის გაფორმების შედეგად გამოსაყენებლად ვარგისი ნარჩენები.
2.გადასახადის გადამხდელის მიერ სმფ-ის ჩამოწერა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სმფ-ის მარაგების ნაშთის ღირებულების შემცირებით, მხოლოდ დანართი №24-ში მოცემული ცხრილის მე-8 სვეტში შეტანილ მონაცემთა რაოდენობის ფარგლებში.
3.დოკუმენტის გაფორმების დასრულების შემდგომ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირდაპირ დადასტურების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დანართი №23-ის შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემების შეტანისას დანართი №24-ით გათვალისწინებული „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი“ ჩაითვლება ბათილად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №575 - ვებგვერდი, 16.11.2011წ. კარი II 1 ამოღებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. თავი VIII 1 ამოღებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 28.01.2015წ.

