მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37¹⁸ (დანართი 1). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლების გაუქმება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლების გაუქმების და პირის რეესტრიდან ამოღების საფუძველია, თუ: ა) პირი საგადასახადო ორგანოს წერილობით მიმართავს რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით; ბ) საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ: ბ.ა) რეესტრში შეტანის დროს პირი არ აკმაყოფილებდა 37 17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ.ბ) პირი არ ასრულებს ამ წესის 37 17 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვალდებულებებს; ბ.გ) პირის მიმართ გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ბ.დ) ყოველ უწყვეტ 6 თვეში პირს მინიმუმ 2-ჯერ გამოუვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი, მე-3 ან მე-5 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი, მე-2 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას რეესტრიდან ამოღება არ ხორციელდება, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

3.განცხადების საფუძველზე რეესტრიდან ამოღება ხორციელდება ამავე განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეესტრიდან ამოღება ხორციელდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის თარიღიდან.

5.რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოსთვის ხელახლა მიმართვა შესაძლებელია რეესტრიდან ამოღებიდან 6 კალენდარული თვის შემდეგ.

6.რეესტრიდან პირის ამოღების შემთხვევაში, 37 17 მუხლის შესაბამისად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 24 ივნისის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 25.06.2020წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1¹⁹19⁴19³5425214537 (დ…37¹⁶ …32 (დ…7¹ (დ…27 (დ…97 (დ…37¹⁸ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომუნიკაცი…გადასახადების ადმინისტ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა