Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 72

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 72. დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება; გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.

2.პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.

3.თუ ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდი დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად იძულებულია გაჩერდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე პორტში ან აეროპორტში და ვერ სრულდება იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, ამ ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვანმა პირმა ან მისი სახელით მოქმედმა ნებისმიერმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს.

4.საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქონელზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდსა და ამ ხომალდით გადაზიდულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ საქონლის ან/და ამ ხომალდის შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე გადაზიდვა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება; გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა. 2. პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად. 3. თუ ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდი დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად იძულებულია გაჩერდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე პორტში ან აეროპორტში და ვერ სრულდება იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, ამ ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვანმა პირმა ან მისი სახელით მოქმედმა ნებისმიერმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს. 4. საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქონელზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდსა და ამ ხომალდით გადაზიდულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ საქონლის ან/და ამ ხომალდის შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე გადაზიდვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 62საბაჟო ვალდებულების შესრულება
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა
  • 19აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 666დაუძლეველი ძალა

თამასუქის შესახებ

  • 47დაუძლეველი ძალა

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 29საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საბაჟო , ფისკალური , საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის ღონისძიებები
  • 17უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა

საზღვაო კოდექსი

  • 156

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 20უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიერ ნავიგაციის და სხვა წესების დაცვის ვალდებულებანი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 46პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2917156476662013⁶484671621972
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…თამასუქის შესახებსაქართველოს საზღვაო სი…საზღვაო კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026