1.სმფ-ების ჩამოწერა ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით გაფორმებული დოკუმენტის (დანართი №24) საფუძველზე.
2.დოკუმენტის გაფორმება მოიცავს სმფ-ების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების პროცედურას.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს და მის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი.
4.სმფ-ების ჩამოწერა (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სრულდება: ა) საქონლის სრული განადგურებით; ბ) საქონლის პირველადი სახის შეცვლით; გ) ამ წესის 37 22 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (შემდგომში – მგვ) ორგანიზაციისთვის გადაცემით.
5.თუ გადასახადის გადამხდელი ან ჩამოსაწერი სმფ- ის სახეობა არ მოექცევა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული რისკების კრიტერიუმებში , სმფ-ების ჩამოწერის დადასტურება ხდება პირდაპირ , ადგილზე გაუსვლელად , საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით , ამ წესის 33 - ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მე - 2 სამუშაო დღისა .
6.აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა ხორციელდება ადგილზე გასვლით და სრულდება სრული განადგურებით.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ადგილზე გასვლით დათვალიერებას ექვემდებარება ამ წესის დანართ №24-ში მითითებული აქციზური ნაწარმის საერთო რაოდენობის არანაკლებ 2% შერჩევით. თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, შერჩევა ხორციელდება უდიდესი შეფუთვის აქციზური ნაწარმის ყუთის, ხოლო თითოეული ყუთიდან – აქციზური ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №575 - ვებგვერდი, 16.11.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 3 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 ივნისის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 25.06.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 17.09.2026წ.

