1.საგადასახადო ორგანო ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ აცნობებს სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
2.სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ წერილობითი ინფორმაციის გაგზავნას და , საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო.
3.ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ამ წესის 55 1 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ამ წესის 55 1 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით, ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით.
5.„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ქონების ნატურით სახელმწიფოს, როგორც კრედიტორისათვის, საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის 55 1 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას ამ ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №356 - ვებგვერდი, 25.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 15.12.2021წ. თავი XIII საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა

