Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 242

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 242. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:უძრავი ქონების აუქციონიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებამოძრავი ქონების აუქციონიპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებამოძრავი ქონების გამოთხოვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით . საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.

2.საჯარო შეტყობინების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ.

3.მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით , გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

4.ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

5.ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება: ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები; გ) გადასახადის თანხები; დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.

6.ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება გადასახადის გადამხდელს.

7.მოვალის ყადაღადადებული ქონების ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარედგინება მისი რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ კოდექსით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას გადასახადის გადამხდელის (მოვალის) და რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიმართ. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3969-სსმI, №72,22.12.2010წ., მუხ.433 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420 6 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №118 · ძალაშია 29 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 მარ. 2011

    242 მუხლის პირველ პუნქტში ქონების რეალიზაციისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შუამდგომლობის სუბიექტად საგადასახადო ორგანოს გვერდით დაემატა აღსრულების ეროვნული ბიურო; მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ბიუროს აღწერილობა შემოკლდა.

  2. 22 დეკ. 2010

    242-ე მუხლის მე-5 ნაწილში ა) ქვეპუნქტს დაემატა აღსრულების ხარჯი, ბ) ქვეპუნქტში მე-4 ნაწილის მითითება შეიცვალა მე-3 ნაწილის მითითებით, ხოლო გ)–ე) ქვეპუნქტები ახლა გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხებს ასახელებს, ჯარიმა და საურავი კი ერთ დ) ქვეპუნქტშია გაერთიანებული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 241შემდეგი მუხლი 243

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული დავალიანების სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არარეგისტრირებადი მოძრავი ქონებიდან გადახდევინება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მემკვიდრეობის და გაყოფის მიზნებისთვის ქონების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 2 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2011
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 238მუხლი 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 241ქონებაზე ყადაღის დადება
  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 49რეალიზაცია
  • 50ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია
  • 60ვინდიკაციების ყადაღის დადება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²³გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 158⁴ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია
  • 157ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 30საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 54საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 6ქონების განკარგვის წესი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66² (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევებში დღგ - ით დაბეგვრა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³495060158⁴15763023823924166² (…54242
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026