1.საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2.საინკასო დავალების წარდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.
3.საინკასო დავალების წარდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მე-2 მუხლის შესაბამის მონაცემებს , გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ ი” და „ კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა.

