Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 77¹

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 77¹. ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:უძრავი ქონების აუქციონიუძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²345678

1.თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა) ჩატარებას.

2.თუ პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.

2¹.თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

2².თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 8 1 პუნქტით განსაზღვრული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მოვალეს უბრუნდება.

3.სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების ასლი ეგზავნება სახელმწიფო ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს და იმ ორგანოს, რომელიც მონაწილეობდა სააღსრულებო წარმოებაში.

4.სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს: ა) ქონების მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს; ბ) ქონების დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას; გ) ქონების მიმღების დასახელებას; დ) ქონების ღირებულებას.

5.ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

6.არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას ამ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები უცვლელი რჩება.

7.უზრუნველყოფილი მოთხოვნის, მათ შორის, ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები.

8.ქონების ნატურით მიღების შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკა/მუნიციპალიტეტი იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №99 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020
  2. 19 ნოე. 2019
  3. 29 დეკ. 2015

    ორივე აბზაცში მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტზე მითითება შეიცვალა „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით, ხოლო პირველ აბზაცში განკარგულება ეგზავნება „შესაბამის“ მარეგისტრირებელ ორგანოს; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებითია.

  4. 30 დეკ. 2013

    77¹ მუხლს დაემატა 2² პუნქტი, რომელიც ერთი აუქციონის უშედეგობისას აწესრიგებს ნატურით გადაცემის განკარგულებას და მის გაგზავნას მარეგისტრირებელ ორგანოში.

  5. 19 აპრ. 2012

    77¹ მუხლის მე-7 პუნქტში უზრუნველყოფილ მოთხოვნაში პირდაპირ მითითებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო „მ“ ქვეპუნქტის გადაწყვეტილების აღსრულების განსაკუთრებული წესი ამოღებულია.

  6. 1 აპრ. 2012· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
  7. 16 იან. 2012

    77¹ მუხლში გაუქმდა პირველი და პირველი განმეორებითი აუქციონების განსხვავება, მე-2 პუნქტი გადაიწერა ყადაღისაგან გათავისუფლების წესით და დაემატა 2¹ პუნქტი; მე-5 პუნქტით ქონების ღირებულებას მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს.

  8. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    77¹ მუხლში ნატურით გადაცემა ახლა ხდება ბიუროს განკარგულებით აუქციონის დასრულებიდან 15 დღეში (პირველი ან პირველი განმეორებითი აუქციონის შემდეგ); შეიცვალა ასლის ადრესატები, მიმღების მონაცემი და ღირებულების განსაზღვრა.

  9. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    მე-7 პუნქტში განკარგულების შინაარსის ჩამონათვალი შეიცვალა წესით სახელმწიფოსთვის/ავტონომიური რესპუბლიკისთვის/თვითმმართველი ერთეულისთვის ნატურით გადაცემისას გირავნობის/იპოთეკის შემდგომი სანივთო უფლებების გაუქმების შესახებ. მე-8 პუნქტში (მასთან ერთად ტექსტში მოცემული მე-9–მე-12 პუნქტების ნაცვლად) ახლა მოცემულია წესი, რომ მიმღები იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ქონების ფლობასთან ან სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში.

  10. 22 დეკ. 2010

    იპოთეკარისთვის ქონების ნატურით გადაცემის წესის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში „ნივთზე“ ჩანაცვლდა „ქონებაზე“-ით; ტერმინი მთელ დებულებასთან შესაბამისობაში მოვიდა.

  11. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    77¹ მუხლიდან ამოღებულია მე-2 და მე-3 პუნქტები, ნივთის ღირებულება განმეორებითი აუქციონის საწყისი ფასით განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად. მე-6 და მე-8 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა, დაემატა 6¹ პუნქტი საფასურის შესახებ.

  12. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
  13. 30 მარ. 2010

    იპოთეკარისთვის ნივთის ნატურით გადაცემის წესი ეხება ჩამოთვლილ საფინანსო ორგანიზაციებს, ხოლო ადრე რეგისტრირებულ უცვლელ უფლებებში დასახელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

  14. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    პირველ პუნქტში ნატურით გადაცემა კრედიტორის მოთხოვნას დაექვემდებარა ორკვირიან ვადაში, ხოლო მე-2 პუნქტის ადგილას დაწესდა ვადის გაშვების შედეგი და დაემატა მე-3–მე-6 პუნქტები განკარგულების, მისი შინაარსის, ღირებულებისა და კრედიტორის გადასახდელი თანხების შესახებ.

  15. 2 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009
  16. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  17. 16 დეკ. 2000

    ახალი მუხლი ითვალისწინებს ნივთის კრედიტორზე ნატურით გადაცემას მეორე აუქციონის წარუმატებლობისას საბაზრო ღირებულებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 77შემდეგი მუხლი 77²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უძრავი ქონების კრედიტორისთვის გათავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განმეორებითი და ხელახალი აუქციონის მომზადებასერვისის გვერდი
  • ქონების სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით გადაცემასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 17 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 25 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 76აუქციონის შედეგების გაუქმება
  • 75აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება
  • 49რეალიზაცია

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 10სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 6სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 102აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 113სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
  • 108მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 19სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
  • 35სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 21ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
752764910193524261131082110277¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო საკუთრებაში…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026