1.ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება: ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით – აგრეთვე მის რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები; გ) გადასახადის თანხები; დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.
2.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები, გარდა აღსრულების საფასურის და აღსრულების ხარჯისა, ირიცხება შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, საიდანაც ხდება მათი ჩარიცხვა ბიუჯეტის შემოსულობათა შესაბამის სახაზინო კოდებზე გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით.
3.ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20 .12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.

