საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 21 (დანართი 1). რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შედეგები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობაში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. რეგულირების ობიექტის ინსპექტირებისას, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნის შესრულების შემოწმება დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა ხორციელდება საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ.

2.თუ რეგულირების ობიექტის ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, რეგულირების ობიექტი ვალდებულია, აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას ზიანის ოდენობის გამოანგარიშებას, დადგენილი წესით, უზრუნველყოფს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 მაი. 2022 – 1 ივლ. 2022 ტექსტი უცნობია

  2. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13290⁸23924013¹²13¹³4624 (დ…20 (დ…8 (და…253021 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…პროდუქტის უსაფრთხოების…ნარჩენების მართვის კოდ…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ადმინისტრა…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა