სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 10 (დანართი 1). კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონტროლი გულისხმობს ნებართვის გამცემის მიერ, ამ დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე, სანებართვო პირობების შემოწმებას, როგორც ნებართვის მიღებამდე, ასევე, მისი გაცემის შემდეგ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემის შემდგომი კონტროლი ხორციელდება ნებართვის გამცემის გადაწყვეტილების საფუძველზე - გეგმური და არაგეგმური შერჩევითი შემოწმების მეთოდით.

3.ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს: ა)  გონივრულ ვადაში წარუდგენს მის მიერ მოთხოვნილ, სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ან დოკუმენტაციას; ბ) ნებართვის ვადის გასვლიდან სამი თვის ვადაში წარუდენს დასაბუთებულ ინფორმაციას ნებართვის პირობების შესრულების თაობაზე.

4.ნებართვის გამცემს უფლება არ აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებასთან.

5.ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შერჩევითი შემოწმების თაობაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს შემოწმების დაწყებამდე.

6.ნებართვის გამცემი ვალდებულია შემოწმების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ  წარმოებულ რეესტრში.

7.ნებართვის გამცემს ამ მუხლით განსაზღვრული გეგმური შერჩევითი შემოწმების განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
523321325⁴1914119 (და…1425374310 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…ადამიანის ორგანოთა გად…კულტურული მემკვიდრეობი…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა