მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 65¹ (დანართი 1). თავდებობა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების, ასევე, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად, ამ წესის 65 2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობას, განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო.

2.თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

3.თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდების მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

4.თავდებობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2889289189820318²2492485365² (…62 (დ…65⁴ (…65¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბიუჯეტო …თამასუქის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა