მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 65² (დანართი 1). თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს №29 1 დანართის შესაბამის განცხადებას, რომელსაც უნდა ერთოდეს: ა) უფლებრივად უნაკლო ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელი ორგანოდან, ასევე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა ამ ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომელიც ტოლია ან აღემატება გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების თანხას ან/და; ბ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე თავდებობის თანხის შეტანის შესახებ, რომლის ოდენობა უნდა იყოს ტოლი ან აღემატებოდეს გადასახადის გადამხდელის აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას/საგადასახადო დავალიანებას ან/და; გ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია ან/და; დ) დაზღვევის პოლისი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო მარეგისტრირებელ ორგანოში არეგისტრირებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. დანართი №29 1 განცხადება თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე 1.

2.(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი) (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) 3.

4.(თავდების დასახელება/სახელი და გვარი) (თავდების საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) 5. (თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანი (აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება/საგადასახადო დავის მიმდინარეობა)) 6. (თანხის ოდენობა (ციფრებით და სიტყვიერად), რაზედაც ფორმდება თავდებობის ხელშეკრულება) 7.

8.(გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა) (თავდების ხელმოწერა) 9. 20 წ. რიცხვი, თვე, წელი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. თავი XV 2 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 11 1 ნაწილის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶2789218²24923824865¹ (…42 (დ…65³ (…17 (დ…865² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…ფინანსური ორგანიზაციებ…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…თამასუქის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა