მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 65⁴ (დანართი 1). გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანო განიხილავს პირის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით წარდგენილ განცხადებას, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და ადგენს მის შესაბამისობას ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2.საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობას პირის საკუთრებაში ქონების გადასვლის მომენტისთვის და აცნობებს პირს დაზუსტებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობას, რომელზეც შესაძლებელია გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადება.

3.თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ პირს ეგზავნება შეტყობინება, რომლითაც განემარტება საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ვალდებულება მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გაცნობის და აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21⁶⁵21²³2382405362 (დ…61 (დ…65⁵ (…17² (…17 (დ…2465⁴ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა