მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 62 (დანართი 1). გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანო განიხილავს პირის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით წარდგენილ განცხადებას, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და ადგენს მის შესაბამისობას ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2.თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება, რომლითაც განემარტება საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ვალდებულება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების გაცნობის და აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით, გარდა ამ წესის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება N64 - ვებგვერდი, 04.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 01.06.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1⁸21⁴⁶91⁹2402386465⁴ (…61 (დ…65⁵ (…17² (…17 (დ…2462 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საჯარო სამართლის იურიდ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა