1.სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, წარმოადგენს პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს.
2.საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ამ წესის 70-ე მუხლის შესაბამისად.
3.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენასთან და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ეგზავნება უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ღონისძიებებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანება N269 - ვებგვერდი, 14.08.2017წ.

