1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) თუ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე აღარ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება (გარდა ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე დაუყოვნებლივ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის გაუქმების თაობაზე და უგზავნის მას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, მაგრამ თუ აღნიშნული აქტის გამოცემა შეუძლებელია დაუყოვნებლივ, აქტის გამოცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ ვადას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 26.04.2021წ. თავი XII ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

