1)პირველ სვეტში აისახება იმ დასაბეგრი ობიექტის დასახელება, რომელზეც ხდება მოსაკრებლის გადახდა.
2)მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული ბუნებრივი რესურსების სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა (გრამი, კილოგრამი, ტონა, კუბური მეტრი);
3)მე-3 სვეტში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ასახავს გარემოდან ამოღებული/ამოსაღები (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობას (რაოდენობას) , კერძოდ: ა) სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ წყალზე � წლის განმავლობაში გამოყენებული წყლის მოცულობა; ბ) ტყის ფონდის მერქნულ რესურსებზე � თვის განმავლობაში ბუნებიდან ამოღებული რესურსების ოდენობა; გ) მინერალურ წყლებსა და მიწისქვეშა მტკნარ ჩამოსასხმელ წყლებზე � კვარტალის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობა (წლიური ოდენობის 1/4); დ) იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა) (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) � 6 თვის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობა (წლიური ოდენობის 1/2); ე) ნახშირორჟანგზე (გაზი C O 2 ) � ლიცენზიით დადგენილი ყოველდღიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული თვიური ოდენობა; ვ) შავ ზღვაში თევზჭერაზე � თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობა; ზ) სხვა ბუნებრივ რესურსებზე � თვის განმავლობაში ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (ოდენობა).
4)მე-4 სვეტში აისახება ბუნებრივი რესურსის ის მოცულობა (რაოდენობა), რომელიც არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას.
5)მე-5 სვეტში აისახება მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (რაოდენობა) (სვტ.3 � სვტ.4).
6)მე-6 სვეტში აისახება მოსაკრებლის ის განაკვეთი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული თითოეული ობიექტისათვის.
7)მე-7 სვეტში აისახება მე-5 და მე-6 სვეტებში მოცემული სიდიდეების ნამრავლი.
8)მე-8 სვეტში აისახება მე-7 სვეტში მოცემული გადახდას დაქვემდებარებული მოსაკრებლის თანხების ჯამი.

