Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 41

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 41. მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსება

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით. �3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4.იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5.დეკლარაციის III ნაწილის: ა) მე-16 უჯრაში მიეთითება � საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (მათ შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი საწარმო გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-16 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის �გ� � �ე� ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები; ბ) მე-17 და მე-18 უჯრებში � სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებულისა) შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილი); გ) მე-19 უჯრაში � შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის: გ.ა) მე-20 უჯრაში � საანგარიშო პერიოდში გამოქვითვას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა); გ.ბ) 21-ე უჯრაში � საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; გ.გ) 22-ე უჯრაში � საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ხელფასის (სარგებელის) სახით ფაქტობრივად გაწეული ხარჯი, ანუ ფაქტობრივად გაცემული ხელფასი; გ.დ) 23-ე უჯრაში � კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი); გ.ე) 24-ე უჯრაში � რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით; გ.ვ) 25-ე უჯრაში � საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე, 114-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად; გ.ზ) 26-ე უჯრაში � 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, როდესაც მათი ექსპლოატაციაში გადაცემა განხორციელდა; გ.თ) 27-ე უჯრაში � საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება საწარმოს კაპიტალში შეტანილ, ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას; გ.ი) 28-ე უჯრაში � საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება; გ.კ) 29-ე უჯრაში � გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა: გ.კ.ა) სადაზღვეო შენატანების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად; გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში�მიღებული ერთობლივი შემოსავალის (უჯრა 16) ერთ პროცენტს; გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით; გ.კ.დ) სარეზერვო ფონდებში გადარიცხვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით; გ.კ.ე) საანგარიშო წელს ბიოლოგიურ აქტივზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი; გ.კ.ვ) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა); დ) 30-ე უჯრაში � მე-17 და მე-19 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ე) 31-ე უჯრაში � მე-16 და მე-18 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი; ვ) 32-ე უჯრაში � საანგარიშო წლის შემოსავლის (უჯრა 31) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 30), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას; ზ) 33-ე უჯრაში � საანგარიშო წლის გამოქვითვების (უჯრა 30) გადამეტება შემოსავალზე (უჯრა 31), �რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა უარყოფით სხვაობას (ზარალს); თ) 34-ე უჯრაში � საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე უჯრაში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 10 პროცენტს; ი) 35-ე უჯრაში � წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა. ამავე უჯრაში აისახება აგრეთვე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული წინა წლების აუნაზრაურებელი ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გამოიქვითება მხოლოდ ამავე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული მოგების ხარჯზე. კ) 36-ე უჯრაში � დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება: საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (უჯრა 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (უჯრა 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (უჯრა 35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე უჯრაში ასახული თანხისა); ლ) 37-ე უჯრაში � მოგების გადასახადი დასაბეგრ მოგებაზე, რომელიც მიიღება 36-ე უჯრაში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე; მ) 38-ე უჯრაში � საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ხოლო თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი � 134-ე მუხლის პირველი ნაწილის � გ� � � ე� ქვეპუნქტების მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ნ) 39-ე უჯრაში � უცხოეთში (საქართველოს ფარგლებს გარეთ) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არაუმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით, გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით; ო) მე-40 უჯრაში � კუთვნილი მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება: 37-ე უჯრის მონაცემს გამოკლებული 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემები, იმ პირობით, რომ გამოსაკლები თანხა არ უნდა აღემატებოდეს 37-ე უჯრის მონაცემს; პ) 41-ე უჯრაში � საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი საწარმოს მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, თუ 38-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე უჯრაში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას; ჟ) 42-ე უჯრაში � საანგარიშო პერიოდში გაწეული კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც გამოქვითვას ექვემდებარება შესაბამის საგადასახადო წლებში ამორტიზაციის დარიცხვის გზით.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 25 თებ. 2026
  2. 13 თებ. 2025
  3. 17 იან. 2024
  4. 14 ივნ. 2022
  5. 16 იან. 2017
  6. 9 ივნ. 2015
  7. 30 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 16 აპრ. 2015
  8. 27 მარ. 2014
  9. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 5 სექ. 2013
წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
9
ცვლილება
ბოლო 2026-02-25
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²941
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026