1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 68-ე-72-ე ნაწილებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით: ა) უეფას მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარედგინება: ა.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად; ა.ბ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით. ბ) უეფას ფილიალის მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. გ) დანიშნული პირის მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება დანიშნული პირების შესახებ ინფორმაცია. ამასთან: გ.ა) თუ დანიშნული პირი არის ფიზიკური პირი, წარმოდგენილ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს: გ.ა.ა) განცხადება, №I-01 დანართის შესაბამისად; გ.ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გ.ბ) თუ დანიშნული პირი არის იურიდიული პირი, ინფორმაციას თან უნდა დაერთოს: გ.ბ.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად; გ.ბ.ბ) ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; გ.ბ.გ) მონაცემები მისამართისა და ხელმძღვანელის შესახებ; გ.ბ.დ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა“ – ,,გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული პირი უკვე რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად.
3.შემოსავლების სამსახური უეფასთვის ან/და დანიშნული პირისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას და უეფას ღონისძიებების ფარგლებში შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შესაბამისი მონაცემების შეტანას უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებიდან 10 დღეში. უეფას ფილიალის ან/და საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი დანიშნული პირის შესახებ შესაბამისი მონაცემები რეესტრში შეიტანება მომართვიდან 10 დღეში.
4.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 68-ე-71-ე ნაწილებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა ხორციელდება საერთო წესით.
5.დანიშნულ პირთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში უეფა ან მისი ფილიალი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამდე აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
6.უეფას, მისი ფილიალის ან/და დანიშნული პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის (დღგ-ისგან გათავისუფლების) მიზნით სავალდებულოა საფ-ის გამოწერა, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).
7.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების მიუხედავად, უეფას, მისი ფილიალის ან/და დანიშნული პირის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლისათვის გადახდილ იქნა დღგ (18%), მათ უფლება აქვთ დაიბრუნონ დღგ-ის თანხა.
8.შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება უეფას ღონისძიებების ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ების პირველი ეგზემპლარები.
9.უეფას ღონისძიებების ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ №VII 1 -01 დანართის შესაბამისად.
10.საგადასახადო ორგანო განიხილავს შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განმცხდებელს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
11.ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
12.ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილი იქნეს განმეორებით.
13.განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 აპრილის ბრძანება №126 – ვებგვერდი, 01.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის ბრძანება №191 – ვებგვერდი, 25.06.2015წ. დანართი №VII 1 -01 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 აპრილის ბრძანება №126 – ვებგვერდი, 01.05.2015წ. ----------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) --------------------------------------------------- (გადასახადის გადამხდელის დასახელება) –––------------––––––––––––––––––––––––––– საიდენტიფიკაციო ნომერი გ ა ნ ა ც ხ ა დ ი გადახდილი დღგ - ის თანხის დაბრუნების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 72-ე ნაწილის საფუძველზე გთხოვთ, დამიბრუნოთ 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ––––––––––––––––––--–––––––––––– (ბანკის დასახელება და რეკვიზიტები) ––––––––––––––––––––––––––––– (ანგარიშის ნომერი) დანართი: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ––––––– რაოდენობა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ––––––– გვერდზე განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------- (თარიღი) კარი VII 2 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №473- ვებგვერდი, 31.12.2015წ. <

