Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 111 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 111 (დანართი 1). ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კონტროლი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის მიმართ განახორციელოს მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები. მაგალითი 1: გიორგი აპირებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილების მოკლე ვადით გაცემას ქ. ბათუმსა და ბორჯომში. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით მას შეუძლია განცხადებით (დანართი №VII-01 ) მიმართოს საგადასახადო ორგანოს და განცხადებაში მიუთითოს ორივე მისამართი . მაგალითი 2: გიორგი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქე, ახორციელებს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. მან 2011 წლის 10 აგვისტოს მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით. განცხადებაში მიუთითა, რომ სურს 100 კვ.მ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის ფართობის მოკლე ვადით გაცემა 2011 წლის ივლისის, აგვისტოს და ოქტომბრის თვეებში. საგადასახადო ორგანომ 3 დღის ვადაში განიხილა და დააკმაყოფილა განცხადება, რის შედეგადაც გაიცა ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სერტიფიკატი. გიორგიმ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოს 100 კვ.მ ფართობის მიხედვით არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 2 თვე (ივლისი, აგვისტო) = 2000 ლარი) და არა უგვიანეს 15 იანვრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე (ოქტომბერი) = 1000 ლარი). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე, მასზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათი არ გაითვალისწინება. მაგალითი 3: გიორგი ახორციელებს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. ამასთან, აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაქირავებულ პირს – დავითს, რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, უნაზღაურებს ხელფასს თვეში 200 ლარს. გიორგის აღნიშნულ განაცემზე საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშვება. ამასთან, დავითის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. მაგალითი 4: პირობები იგივეა, რაც მე-2 მაგალითში. გიორგიმ 2011 წლის 15 აგვისტოს განმეორებით მიმართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით იმის თაობაზე, რომ მას სურს სექტემბრის თვეში 150 კვ.მ ფართობის, ხოლო ოქტომბრის თვეში 50 კვ.მ ფართობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა. აღნიშნულ შემთხვევაში, გიორგიზე საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადახდის პერიოდზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი ცვლილების გათვალისწინებით. ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 30 სექტემბრის მდგომარეობით. ივლისი – 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი აგვისტო – 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი სექტემბერი – 150 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1500 ლარი. გიორგიმ აღნიშნულ თვეებზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (3500 ლარი) უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა. ოქტომბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 31 დეკემბრის მდგომარეობით. ოქტომბერი – 50 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 500 ლარი. გიორგიმ ოქტომბრის თვეზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (500 ლარი) უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის 15 იანვრისა. მაგალითი: 5 გიორგის საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი. მან გადწყვიტა 5 ოთახის მოკლე ვადით გაცემა, რომლის საერთო ფართია 100 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებლად გამოსაყენებელი ფართი შეადგენს 80 კვ. მ., ხოლო დანარჩენ ფართს იკავებს დამხმარე ფართი და სველი წერტილები. გიორგიმ 2011 წლის 31 ივლისს განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით. მან განცხადებაში უნდა მიუთითოს მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ოთახების ფართობი – 80 კვ.მ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ. დანართი №VII-01 ---------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ---------------------------------------------------------------------- (გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი) საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------- (მისამართი) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე გაცნობებთ, რომ ვეწევი კლასიფიკატორის 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას ------------------------------------------------------------------------------------------------------ (საქმიანობის სახე) ნებაყოფლობით არ ვარ რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად საქმიანობის ამ ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს (უჯრა აღნიშნეთ „ X “ ნიშნით) ჩემს საკუთრებაში არსებული მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის მისამართი მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი (კვ.მ.) აღნიშნული ფართობის მოკლე ვადით გაცემა განხორციელდება შემდეგ თვეში (თვეებში) ოთახების რაოდენობა შენიშვნა: ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი, გადამხდელის სურვილისამებრ, შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ასევე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლოა არ იყოს უწყვეტი განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------- (თარიღი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ. დანართი №VII-02 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი № სერტიფიკატით დასტურდება, რომ ფიზიკურ ი პირ ი ––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი და გვარი) საიდენტიფიკაციო ნომერი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით იბეგრება საკუთრებაში არსებული მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილი შემდეგ მისამართზე (მისამართებზე) მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი ფართობი (კვ.მ.) შემდეგ თვეში (თვეებში) შენიშვნა: ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი, გადამხდელის სურვილისამებრ, შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ასევე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლოა არ იყოს უწყვეტი -------------------------------------- სერტიფიკატის გაცემის თარიღი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა / / საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ. კარი VII 1 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 აპრილის ბრძანება №126 – ვებგვერდი, 01.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 6 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 110 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 111¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 31 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 108 (დანართი 1)ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი
  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი
  • 109 (დანართი 1)ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 95⁴ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება
  • 95⁶ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება
  • 95⁵ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პირობები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 5საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 181საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 5დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶518²95⁴95⁶95⁵108 (…110 (…109 (…5181111 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…მაღალმთიანი რეგიონების…საქართველოს საბაჟო კოდ…ამნისტიისა და არადეკლა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026