1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შეღავათით მოსარგებლე პირს (გარდა ამავე ნაწილის „ა.ვ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა) დაუბრუნოს მის მიერ მიღებულ შემოსავლებზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა, საგადასახადო აგენტის მიერ წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე.
2.იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აგენტის მიერ წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში ასახული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – პირი) არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.
3.გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს განცხადებას „საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესით სარგებლობის თაობაზე“ (დანართი №II-08 7 ), სადაც მიეთითება საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხის დაბრუნება. მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის პირისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის საგადასახადო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება პირის მიერ ამავე განცხადებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
4.გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის პირისათვის დაბრუნებას საგადასახადო ორგანო, ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის თვის მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან.
5.პირი, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ამ მუხლით განსაზღვრული წესით სარგებლობის შეწყვეტის მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს განცხადებას „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესით სარგებლობის შეწყვეტის თაობაზე“ (დანართი №II-08 8 ). გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ამ მუხლით განსაზღვრული წესით სარგებლობა წყდება განცხადების წარდგენის წლის მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.
6.პირს, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ამ მუხლით განსაზღვრული წესით სარგებლობის მთელ პერიოდზე, ეზღუდება ამ ინსტრუქციის 39 1 მუხლით გათვალისწინებული წესით სარგებლობა.
7.იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 39 1 მუხლის საფუძველზე გაცემულია ცნობა „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ (დანართი №II-08 2 ), ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის შემდეგ აღნიშნული ცნობა გაუქმებულად ითვლება, რის შესახებაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) ინფორმირებას, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების გაგზავნის გზით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ამავე ნაწილის „ა.ვ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა) განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია გამოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან. [ 9. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის პირისთვის დაბრუნება ხორციელდება ყოველი თვის 20 რიცხვში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში.
10.პირისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების შემდეგ დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესწორებული დეკლარაციის წარდგენა ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე დაბრუნებული თანხის გადაანგარიშების საფუძველია.
11.გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, პირისათვის დაბრუნების სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 27 ივლისის ბრძანება №243 - ვებგვერდი, 28.07.2026წ. [დანართი №II-08 7 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 27 ივლისის ბრძანება №243 - ვებგვერდი, 28.07.2026წ. დანართი №II-08 8 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 27 ივლისის ბრძანება №243 - ვებგვერდი, 28.07.2026წ. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

