Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 39¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 39¹ (დანართი 1). გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირზე ცნობის გაცემის წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹8²9

1.ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) (დანართი №II-08 2 ) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.

2.ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს პირები არიან: ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქე; გ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება; დ) მარტოხელა მშობელი; ე) პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში); ვ) პირი, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი; ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), აგრეთვე ერთ- ან ორშვილიანი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირი. თ) პირი, რომელმაც საქართველოს თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო; ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს.

3.ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული.

4.დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-08 1 ) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოს წინა დამქირავებელის მიერ უნდა წარედგინოს შესაბამისი შეტყობინება (დანართი №II-08 3 ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

5.დაქირავებულის თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ცნობის მისაღებად შესაძლებელია მიმართოს დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა). შეღავათის გამოყენების მიზნით, დაქირავებულმა პირმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) უნდა წარუდგინოს შეღავათის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზე დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-08 1 ) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

6.თუ დაქირავებული პირი აგრძელებს მუშაობას იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) მომდევნო საგადასახადო წლებში და სურვილი აქვს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი გაუვრცელდეს იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან), მაშინ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ახალი ცნობა არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) დაქირავებულ პირზე დანართი №II-08 3 -ის მიხედვით გასცა შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე.

7.იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი, სადაც დაქირავებული მუშაობდა, ლიკვიდირებულია, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ დანართი №II-08 3 -ის მიხედვით გაცემული შეტყობინების საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა სავალდებულო არ არის. ამასთან, თუ წინა დამქირავებლის ლიკვიდაცია განხორციელდა მიმდინარე საგადასახადო წელს, მაშინ ახალი ცნობის გაცემისათვის აუცილებელ მონაცემებს დაქირავებული პირის მიერ მიმდინარე საგადასახადო წლისათვის გამოყენებული შეღავათის თაობაზე მოიპოვებს თავად საგადასახადო ორგანო.

8.თუ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულია ცნობა, მაგრამ დაქირავებული პირის მიერ სრულად ვერ იქნა გამოყენებული კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, მაშინ ფიზიკური პირი (დაქირავებული) უფლებამოსილია, ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური პირი, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, წარადგენს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს ფიზიკური პირის (დაქირავებულის) წერილობითი თანხმობა, საგადასახადო ორგანოს მიერ დამქირავებლისთვის (საგადასახადო აგენტისთვის) შეღავათით გათვალისწინებული თანხის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

8¹.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის (დაქირავებულისთვის) ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების შემდგომ, საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) ინფორმირებას, ფიზიკური პირის (დაქირავებულის) მიერ შეღავათით სარგებლობის თაობაზე, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, აღნიშნული შეტყობინების გაცნობის შემდეგ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ეკრძალება აღნიშნული თანხის დაქირავებული პირისთვის დაბრუნება.

8².ამ მუხლის 8 1 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მიეთითება: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება; ბ) დამქირავებლის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი; გ) ფიზიკური პირის (დაქირავებულის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; დ) ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილი საგადასახადო შეღავათის გამოყენებისა და მისი ოდენობის შესახებ; ე) საგადასახადო პერიოდ(ებ)ი, რომელთან მიმართებაშიც გამოყენებულ იქნა საგადასახადო შეღავათი.

9.საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ახალი ცნობის წარდგენა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) სავალდებულო არ არის, უფლებამონაცვლე საწარმო/ორგანიზაცია (დამქირავებელი) საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულებისას ხელმძღვანელობს რეორგანიზაციამდე გაცემული ცნობის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 24.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №312 – ვებგვერდი, 23.08.2018წ. საქარველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №247 - ვებგვერდი, 16.08.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 მარტის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 17.03.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №410 - ვებგვერდი, 24.12.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის ბრძანება №39 – ვებგვერდი, 13.02.2025წ. დანართი №II–08 1 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82 -ე მუხლის მე- 5 ნაწილით გათვალისწინებული ცნობის გაცემის თაობაზე ––––––––––––––––––––––––––––––––– (საგადასახადო ორგანოს დასახელება) დამქირავებ ლის : დასახელება ---------------------------------------------------------------------- საიდენტიფიკაციო ნომერი პირადი ნომერი N დაქირავებული პირის ცნობის გაცემის რიგითობა შეტყობინების N და თარიღი 20 - - წლისათვის გამოყენებული შეღავათი (ლარი) გვარი სახელი პირადი ნომერი განმცხადებელი                                                                                    ------------------------------------- ( ხელმოწერა, თარიღი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011წ. დანართი №II–08 2 ც ნ ო ბ ა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ № ------- გაცემის თარიღი დამქირავებლის: დამქირავებ ლის : დასახელება ---------------------------------------------------------------------- საიდენტიფიკაციო ნომერი პირადი ნომერი № დაქირავებული პირის ცნობის გაცემის საფუძველი მიმდინარე 20 - - წლისათვის გამოყენებული შეღავათი (ლარი) გვარი სახელი პირადი ნომერი განცხადების № და თარიღი შეტყობინების № და თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმძღვანელი ––––––––––– ––––––––– ––––––––––––––– საგადასახადო ორგანოს დასახელება                                სახელი, გვარი                     ხელმოწერა ბ. ა. შენიშვნა: ცნობა არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულმა დამქირავებელს ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011წ. დანართი №II–08 3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011წ. შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა –––––––––––––––––––––––––––––––––– (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––– ––– –––––––––––––––––––– (დამქირავებლის დასახელება, მისამართი,საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) გაცნობებთ, რომ დაქირავებული –––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––– (ფიზიკური პირის სახელი, გვარი) ––––––––––––––– –––––––––––––––– მიმართ ––––––––––––––––––––––––––––––– - დან (პირადი ნომერი)                                                              (თარიღი) შეწყდა ხელფასის სახით განაცემებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82 -ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავა თ ის გავრცელება . მიმდინარე 20-- საგადასახადო წ ლის განმავლობ ა ში გამოყენებული შეღავათის თანხამ შეადგინა ––––––––––– ლარი საწარმოს/ ორგანიზაციის ხელმძღვანელი/ ინდივიდუალური მეწარმე ------------------------------- (ხელმოწერა, თარიღი) დანართი №II-08 4 - (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011 საქარველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №247 - ვებგვერდი, 16.08.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №382 · ძალაშია 10 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 39² (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 42 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 39⁶ (დანართი 1)საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისათვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესი
  • 111¹ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 68- ე – 72- ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი
  • 111⁹ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 135-ე–139-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 101ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები
  • 154გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი
  • 94მცირე და მიკრო ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 8სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დადგენა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 17

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 23შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 5საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23821⁴⁶1011549439⁶ (…111¹ …111⁹ …1753 (და…39¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ახალი კორონავირუსით (S…სალიცენზიო და სანებართ…საქართველოს ადმინისტრა…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026