Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 25³ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 25³ (დანართი 1). მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოყენება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან/და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდეგში – დამკვეთი) მიერ სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრაქტორთა მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის (მასალების, ხელსაწყოებისა და დანადგარების, ასევე, მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის – მიწისა და ქანების) ტრანსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების პუნქტები მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებში.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის, სამშენებლო მოედანს წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის (კონტრაქტორის) მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) დაინტერესებული პირის სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელსა და გვარს) და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ამ ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმაციას; გ) შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში არსებულ დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს სურს ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს დამკვეთის ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის დადასტურების შესახებ. ამასთანავე, ცნობით უნდა დასტურდებოდეს: ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები; გ) სამშენებლო მოედნის ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით; დ) დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადები.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის რეგულაციის გავრცელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში შეტანას. რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური და იგი განთავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მშენებლობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება; გ) სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი; დ) სამშენებლო მოედნის ტერიტორია (კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით); ე) ვადა, რომლის განმავლობაშიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან სხვა მიზეზით შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №218 · ძალაშია 30 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 30 მარ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 25² (დანართი 1)შემდეგი მუხლი 26 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 24 (დანართი 1)შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • 25¹ (დანართი 1)სასაქონლო ზედნადები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 38მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
  • 27მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
  • 67²საერთაშორისო

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 674ზედნადების რეკვიზიტები

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 12ზედნადები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 103მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საფუძველი და მათი ძირითადი შინაარსი

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 5 (დანართი 1)ნარჩენების შეგროვების  ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12667472¹24 (დ…25¹ (…5 (და…1031² (დ…382767²25³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…განსაკუთრებული მნიშვნე…სამშენებლო პროდუქტების…საქართველოს სამოქალაქო…სამშენებლო საქმიანობის…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026