გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75¹¹ (დანართი 1). უფლებამოსილი წარმომადგენელი

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით დასაბეგრი პირი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ თავით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ თავითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები.

2.უფლებამოსილი წარმომადგენელი წარმოადგენს დასაბეგრი პირის ინტერესებს და მოქმედებს მის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

3.უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი და რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ინიშნება დასაბეგრი პირის მიერ, დასაბეგრ პირთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დაბრუნებული დღგ-ის თანხის ანაზღაურებაზე.

5.დღგ-ის თანხის დაბრუნების ნებისმიერი შემდგომი განცხადების დაკმაყოფილება არ ხდება, თუ დასაბეგრ პირს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს გააჩნიათ შეუსრულებელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით დასაბეგრი პირი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ თავით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ თავითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები. 2. უფლებამოსილი წარმომადგენელი წარმოადგენს დასაბეგრი პირის ინტერესებს და მოქმედებს მის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი და რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ინიშნება დასაბეგრი პირის მიერ, დასაბეგრ პირთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დაბრუნებული დღგ-ის თანხის ანაზღაურებაზე. 5. დღგ-ის თანხის დაბრუნების ნებისმიერი შემდგომი განცხადების დაკმაყოფილება არ ხდება, თუ დასაბეგრ პირს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს გააჩნიათ შეუსრულებელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 29 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9611318²181¹181165²75¹⁰ …75¹³ …75¹² …14153475¹¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა