Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 8²

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 8². განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განმცხადებელს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარს ეუბნება. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება  შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.

2.ეროვნული ბანკი წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელია, ასევე მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ განმცხადებელთან დააზუსტოს. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა დასაშვებია ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან არაუგვიანეს 50-ე სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში განხილვის ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე, არაუმეტეს        20 სამუშაო დღისა ან არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა, თუ განმცხადებელი არარეზიდენტი პირია, რის შესახებაც განმცხადებელს უნდა ეცნობოს. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა − მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ხელახლა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან ინფორმაციის დაზუსტება. ასეთ შემთხვევაში  განხილვის ვადის დინება აღარ შეჩერდება.

3.ეროვნული ბანკი, წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, თანხმობას აძლევს განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე  ან დასაბუთებულ უარს ეუბნება,  თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს ან მან არ წარადგინა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განუცხადოს განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4.მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი  განმცხადებელს უნდა ეცნობოს შეფასების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შეფასების საერთო ვადის დაურღვევლად.

5.დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გაგრძელოს 90 სამუშაო დღემდე, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

6.ეროვნული ბანკისათვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან ეროვნული ბანკის დასაბუთებული უარის მიუხედავად წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს შეუჩეროს ხმის უფლება ან/და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება/მნიშვნელოვანი გავლენის/კონტროლის გაუქმება, ასევე მოსთხოვოს კომერციულ ბანკს პირის მიერ წილის შეძენის შედეგად მიღებული ხმის უფლების ან/და სხვა უფლებამოსილებების გამოყენების შედეგების გაუქმება. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №43 · ძალაშია 1 აგვ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8¹შემდეგი მუხლი 8³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №53

  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ეროვნუ… 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება
  • 8⁴მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 12განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება
  • 14მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 83დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁵ხარვეზის დადგენა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 16განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 6¹ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 27გამოსაცემი ნორმატიული აქტები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363¹⁶განცხადების წარმოებაში მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8391⁵6¹363¹⁶48⁴481632271214188²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს ზოგადი ადმ…სააღსრულებო წარმოებათა…კომერციული ბანკების სა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026