1.(ამოღებულია - 16.11.13, N395) .
2.(ამოღებულია - 22.04.16, №83) .
3.(ამოღებულია - 22.04.16, №83) .
4.(ამოღებულია - 22.04.16, №83) .
5.66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ მომზადებული დადებითი დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ.
6.66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ’’ და „გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება იმ თანხის ოდენობით, რომელიც აღემატება გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის ქონების ღირებულებას, ხოლო მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება სრული მოცულობით.
7.საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 20.05.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 აპრილის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.

