გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75³ (დანართი 1). უფლებამოსილი გამყიდველის ვალდებულებები

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია: ა) არ გასცეს ქვითარი იმ საქონელზე, რომელზეც არაა ნებადართული გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება; ბ) არ გასცეს ქვითარი საქონელზე, თუ მისი ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით არ აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე ) ; ბ 1 ) უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ქვითარი, რომელშიც ასახულია შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია). ქვითარი გაიცემა საქონლის შეძენისთანავე; გ) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით; დ) განუმარტოს მყიდველს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები; ე) სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი –გვერდით ფასადზე, თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX  FREE SHOPPING“; ვ) ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს უცხოელისა  და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია); ზ) ქვითარი შეავსოს ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად ; თ ) სავაჭრო ობიექტების / ავტოსატრანსპორტო საშუალებების ( სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა ) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს . სავაჭრო ობიექტების / ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში , უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში / ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის / ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან .

1¹.უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა უზრუნველყოს ამ თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი პირობების არსებობისას უცხოელის მიერ საქონლის შეძენისას ქვითრის გაცემა.

2.ამ თავით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ვალდებულების ყოველი შემდგომი დარღვევა იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.

3.ქვითრის გაცემის უფლების გაუქმებიდან 1 თვის შემდეგ, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს განმეორებით მიმართოს ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №428 – ვებგვერდი, 09.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №616 – ვებგვერდი, 21.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №15 – ვებგვერდი, 13.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №69 – ვებგვერდი, 09.03.2012წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №326 – ვებგვერდი, 20.09.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია: ა) არ გასცეს ქვითარი იმ საქონელზე, რომელზეც არაა ნებადართული გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება; ბ) არ გასცეს ქვითარი საქონელზე, თუ მისი ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით არ აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე ) ; ბ 1 ) უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ქვითარი, რომელშიც ასახულია შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია). ქვითარი გაიცემა საქონლის შეძენისთანავე; გ) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით; დ) განუმარტოს მყიდველს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები; ე) სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი –გვერდით ფასადზე, თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX  FREE SHOPPING“; ვ) ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს უცხოელისა  და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია); ზ) ქვითარი შეავსოს ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად ; თ ) სავაჭრო ობიექტების / ავტოსატრანსპორტო საშუალებების ( სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა ) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს . სავაჭრო ობიექტების / ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში , უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში / ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის / ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან . 1 1 . უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა უზრუნველყოს ამ თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი პირობების არსებობისას უცხოელის მიერ საქონლის შეძენისას ქვითრის გაცემა. 2. ამ თავით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ვალდებულების ყოველი შემდგომი დარღვევა იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას. 3. ქვითრის გაცემის უფლების გაუქმებიდან 1 თვის შემდეგ, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს განმეორებით მიმართოს ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №428 – ვებგვერდი, 09.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №616 – ვებგვერდი, 21.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №15 – ვებგვერდი, 13.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №69 – ვებგვერდი, 09.03.2012წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №326 – ვებგვერდი, 20.09.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
505¹684490181175165²75⁴ (…75¹ (…75⁶ (…13115775³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…უცხოელთა და მოქალაქეობ…მომხმარებლის უფლებების…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა