გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75¹ (დანართი 1). ტერმინთა განმარტება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) – უცხო ქვეყნის მოქალაქის (შემდგომში – უცხოელი) მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების საფუძველს (დანართი №III-26 ); ბ) უფლებამოსილი გამყიდველი – პირი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლებამოსილია უცხოელის მიერ შეძენილ საქონელზე გასცეს ქვითარი; გ) ბანკი – კომერციული ბანკი, რომლის საშუალებითაც, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხდება უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება; დ) ელექტრონული სისტემა – მონაცემთა ავტომატიზებული ბაზა, სადაც რეგისტრირდება უცხოელის მიერ საქართველოში საქონლის შეძენის, საქონლის საზღვარზე გატანის და საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე; ე) ელექტრონული სისტემის მომხმარებელი – უფლებამოსილი გამყიდველი, ბანკი და შემოსავლების სამსახური. ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი – საქონელი, რომელზეც ქარხნული წესით დატანილია საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, რაც წარდგენისას მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹181181¹17575⁴ (…75⁶ (…75³ (…2622475¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სამხედრო და ორმაგი დან…მომხმარებლის უფლებების…ფინანსური გირავნობის, …საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა