გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75⁴ (დანართი 1). უცხოელის მიერ საქონლის შეძენა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელის მიერ უფლებამოსილი გამყიდველის სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ერთი ქვითრის მიხედვით 200 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის შეძენის შემთხვევაში, გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ქვითრის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ გამყიდველს უნდა წარედგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.

3.უფლებამოსილი გამყიდველის მიერ უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია) შეიტანება ელექტრონულ სისტემაში.

4.(ამოღებულია – 11.01.12, №15 ).

5.ქვითრის არასწორად შევსების შემთხვევაში, უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოიწერება ახალი ქვითარი, ხოლო არასწორად შევსებული ქვითრის შესახებ მონაცემები აისახება ელექტრონულ სისტემაში.

6.შეფუთული საქონელი გახსნას ექვემდებარება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე დასტურის მიღების შემდეგ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №15 – ვებგვერდი, 13.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №326 – ვებგვერდი, 20.09.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელის მიერ უფლებამოსილი გამყიდველის სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ერთი ქვითრის მიხედვით 200 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის შეძენის შემთხვევაში, გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ქვითრის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ გამყიდველს უნდა წარედგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება. 3. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია) შეიტანება ელექტრონულ სისტემაში. 4. (ამოღებულია – 11.01.12, №15 ). 5. ქვითრის არასწორად შევსების შემთხვევაში, უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოიწერება ახალი ქვითარი, ხოლო არასწორად შევსებული ქვითრის შესახებ მონაცემები აისახება ელექტრონულ სისტემაში. 6. შეფუთული საქონელი გახსნას ექვემდებარება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე დასტურის მიღების შემდეგ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №15 – ვებგვერდი, 13.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №326 – ვებგვერდი, 20.09.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
505¹181181¹17575³ (…75¹ (…75⁶ (…12² (…1² (დ…1982077075⁴ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოში ბინადრობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა