გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75⁸ (დანართი 1). კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, ბანკი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წერილობითი (მატერიალური) ან ელექტრონული ფორმით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს ჯამურ ანგარიშს გადახდაზე და ამონაწერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაბრუნებული თანხების შესახებ.

2.ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის ელექტრონულად წარდგენისას: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში განაცხადი ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების საფუძველზე ავტომატურად დაკმაყოფილდება, ხოლო შემოსავლების სამსახური, თანხის დაბრუნების მიზნით, უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სახაზინო სამსახურში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით; ბ) მონაცემების ავტომატური დამუშავების (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ელექტრონულად ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

3.ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენისას საგადასახადო ორგანო განიხილავს და: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში თანხის დაბრუნების მიზნით უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სახაზინო სამსახურში დოკუმენტების გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით; ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

4.ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

5.დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განაცხადის წარმდგენი პირის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 მაისის ბრძანება №1 71 - ვებგვერდი, 25 .05.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 მაისის ბრძანება №151 – ვებგვერდი, 21.05.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №246 - ვებგვერდი, 23.09.2021წ. თავი XIX 3 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისათვის დღგ - ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, ბანკი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წერილობითი (მატერიალური) ან ელექტრონული ფორმით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს ჯამურ ანგარიშს გადახდაზე და ამონაწერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაბრუნებული თანხების შესახებ. 2. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის ელექტრონულად წარდგენისას: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში განაცხადი ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების საფუძველზე ავტომატურად დაკმაყოფილდება, ხოლო შემოსავლების სამსახური, თანხის დაბრუნების მიზნით, უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სახაზინო სამსახურში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით; ბ) მონაცემების ავტომატური დამუშავების (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ელექტრონულად ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 3. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენისას საგადასახადო ორგანო განიხილავს და: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში თანხის დაბრუნების მიზნით უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სახაზინო სამსახურში დოკუმენტების გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით; ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 4.  ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. 5. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განაცხადის წარმდგენი პირის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 მაისის ბრძანება №1 71 - ვებგვერდი, 25 .05.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 მაისის ბრძანება №151 – ვებგვერდი, 21.05.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №246 - ვებგვერდი, 23.09.2021წ. თავი XIX 3 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისათვის დღგ - ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1311⁶3318¹18²181181¹16875⁶ (…75¹³ …75⁵ (…10775⁸ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …საჯარო სამართლის იურიდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა