გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75⁵ (დანართი 1). დღგ-ის თანხის დაბრუნება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში , თუ: ა) უცხოელის მიერ საქონლის შეძენიდან გასული არ არის 3 თვე; ბ) შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე); გ) საქონელი შეძენილია უფლებამოსილ გამყიდველთან; დ) ერთი ქვითრის მიხედვით შეძენილი საქონელი უცხოელის მიერ სრულად გაიტანება საქართველოდან ბარგის ან ხელბარგის სახით; ე) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით. ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს წარედგინება სხვა საქონლისგან დამოუკიდებლად. შენიშვნა: დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ამ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ბარგის ან ხელბარგის სახით გატანას და სხვა საქონლისაგან დამოუკიდებლად წარდგენას, არ ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4011 20 კოდით განსაზღვრულ საბურავზე, რომელიც წარედგინება სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მდგომარეობაში და მასზე განთავსებულია სპეციალური სტიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) სტიკერზე დატანილია საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია ან სპეციალური წამკითხველის მეშვეობით აღქმადი, საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდის/კომბინაციის შემცველი შტრიხკოდი; ბ) სტიკერი განთავსებულია ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ: ბ.ა) ხელს არ უშლის შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მის შემოწმებას; ბ.ბ) მისი მოხსნა გამოიწვევს სტიკერის დაზიანებას.

2.უფლებამოსილი გამყიდველის მიერ ქვითარი არ გამოიწერება და, შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება: ა) მალფუჭებად საქონელ ზე; ბ) სატრანსპორტო საშუალება ზე ; გ) ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით; დ) ძვირფას ქვებზე; ე) საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას , გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა ს დაქვემდებარებული საქონლისა; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე–173-ე მუხლების თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელზე.

3.გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაუბრუნდეს მხოლოდ ქვითარში მითითებულ პირს.

4.უცხოელს უბრუნდება გადახდილი დღგ-ის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში დაფიქსირებული საქონელი სრულად გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა შემთხვევაში გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №616 – ვებგვერდი, 21.12.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №246 - ვებგვერდი, 03.10.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 26.08.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დღგ-ის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში , თუ: ა) უცხოელის მიერ საქონლის შეძენიდან გასული არ არის 3 თვე; ბ) შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე); გ) საქონელი შეძენილია უფლებამოსილ გამყიდველთან; დ) ერთი ქვითრის მიხედვით შეძენილი საქონელი უცხოელის მიერ სრულად გაიტანება საქართველოდან ბარგის ან ხელბარგის სახით; ე) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით. ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს წარედგინება სხვა საქონლისგან დამოუკიდებლად. შენიშვნა: დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ამ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ბარგის ან ხელბარგის სახით გატანას და სხვა საქონლისაგან დამოუკიდებლად წარდგენას, არ ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4011 20 კოდით განსაზღვრულ საბურავზე, რომელიც წარედგინება სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მდგომარეობაში და მასზე განთავსებულია სპეციალური სტიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) სტიკერზე დატანილია საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია ან სპეციალური წამკითხველის მეშვეობით აღქმადი, საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდის/კომბინაციის შემცველი შტრიხკოდი; ბ) სტიკერი განთავსებულია ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ: ბ.ა) ხელს არ უშლის შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მის შემოწმებას; ბ.ბ) მისი მოხსნა გამოიწვევს სტიკერის დაზიანებას. 2. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ ქვითარი არ გამოიწერება და, შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება: ა) მალფუჭებად საქონელ ზე; ბ) სატრანსპორტო საშუალება ზე ; გ) ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით; დ) ძვირფას ქვებზე; ე) საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას , გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა ს დაქვემდებარებული საქონლისა; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე–173-ე მუხლების თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელზე. 3. გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაუბრუნდეს მხოლოდ ქვითარში მითითებულ პირს. 4. უცხოელს უბრუნდება გადახდილი დღგ-ის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში დაფიქსირებული საქონელი სრულად გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა შემთხვევაში გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №616 – ვებგვერდი, 21.12.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №246 - ვებგვერდი, 03.10.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 26.08.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1397918¹181181¹17575⁶ (…75¹⁷ …75⁸ (…10716816975⁵ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა