Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 107

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 107. დაბრუნებული საქონელი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:მომხმარებელთა დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ საქონელი ან მისი ნაწილი, რომელიც ექსპორტირებულ იქნა საქართველოდან და რომელსაც უცხოური საქონლის სტატუსი მიენიჭა, 3 წლის ვადაში დაბრუნდა საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბრუნებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

2.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა გააგრძელოს 1 წლით.

3.თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი საქართველოში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით, დაბრუნებული საქონელი ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნობრივი დანიშნულებით.

4.ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონელი ამ კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად კარგავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს და შემდეგ გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობისთვის უნდა შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამ პირობების შესრულება დასტურდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

6.შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტირებულ იქნა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელ მდგომარეობაში დაბრუნდა, გადასახდელი იმპორტის გადასახადის ოდენობა გაანგარიშდება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამ შემთხვევაში რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღე მიიჩნევა აღნიშნული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღედ.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება არ გამოიყენება ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოდან ექსპორტირებული გადამუშავებული პროდუქტის მიმართ, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება, რომ იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი ან/და დაბრუნებული საქონელი არ მოექცევა შიდა გადამუშავების პროცედურაში.

წინა მუხლი 106შემდეგი მუხლი 108

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ონლაინ ნაყიდი ნივთის დაბრუნების წესი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 117მუხლი 54მუხლი 81

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 173საქართველოს საგადა… 194საქართველოს საგადა… 199

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 160რეექსპორტის გამოყენება
  • 152გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება
  • 159ექსპორტის პროცედურის დასრულების პირობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 198გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი
  • 181დღგ-ის თანხის დაბრუნება
  • 168დეკლარირების წესი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 10საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ
  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101731941991981811681051175481160152159107
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025