Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 9 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 9 (დანართი 1). ინფორმაციის კონფიდენციალობა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ან/და საბაჟო დეკლარაციები, რეექსპორტის დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები; ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების ან საბაჟო კონტროლის განხორციელების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის აქტები, საგადასახადო ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები; დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები; ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ; ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ; ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაუხმაურებლობის ვალდებულება მოქმედებს უვადოდ.

3.კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია: ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; გ) სტატუსი; დ) სახელწოდება; ე) სამართლებრივი ფორმა; ვ) მისამართი; ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი; ი) მარეგისტრირებელი ორგანო; კ) საგადასახადო დავალიანება; ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები; მ) დამფუძნებლები; ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ; ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია; პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია; ჟ) პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის, გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ.

4.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის/გამგზავნის ან/და მყიდველის/მიმღების ან/და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის დასახელების/სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული: ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოიჯარის მომართვის შემთხვევაში; ბ) ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის მომართვის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 17.02.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 19 მაისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 21.05.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 7 ივნისის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 08.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №303 · ძალაშია 8 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 10 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 39საგადასახადო საიდუმლოება
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 11საბაჟო საიდუმლოება
  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა
  • 12საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა

კონკურენციის შესახებ

  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 679გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67939384110 (დ…17 (დ…18 (დ…20431113129 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…კონკურენციის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026